ფოტო: BLOOMBERG
მსოფლიო
24/03/2022

Renault მოსკოვის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

ფრანგული ავტომწარმოებელი Renault მოსკოვის ქარხანაში წარმოებას აჩერებს. 

CNN-ის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილება უკრაინული მხარის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად ქვეყანა საზოგადოებას მოუწოდებდა ბოიკოტი გამოეცხადებინა Renault-ის, რადგან აგრესორ ქვეყანაში წარმოების გაგრძელებით ის "რუსეთის ომის მანქანის სპონსორი" გამოდიოდა. 

საერთაშორისო გამოცემის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე კომპანიაში განაცხადეს, რომ წარმოებას აგრძელებდნენ კვირაში სამი დღის განმავლობაში. 

რაც შეეხება მის მონაწილეობას მსხვილ რუსულ ავტომობილების მწარმოებელ AvtoVAZ-ში, რომელიც თავის მხრივ, სწორედ Renault-ს ეკუთვნის, ფრანგულმა კომპანიამ თქვა, რომ „აფასებს არსებული გარემოს გათვალისწინებით მსჯელობს სხვადასხვა ვარიანტზე, ხოლო რუსეთში თავისი 45,000 თანამშრომლის მიმართ პასუხისმგებლობით მოქმედებს“.

CNN-ის თანახმად, რენოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი კონსოლიდირებული არამატერიალური აქტივების, ძირითადი საშუალებებისა და  აღჭურვილობის ღირებულება რუსეთში 2021 წლის ბოლოს 2,41 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

Businesspartner