მსოფლიო
27/04/2022

Reuters: 2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლური სანქციების გამო, 2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტებიდან მოიპოვა. Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს რუსული ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, 433,8 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც 2003 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამ წელს რუსეთმა 421 მლნ ტონა ნავთობი პოიპოვა. ამასთან, წარმოების შემცირების ეს მასშტაბი 1990 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება. 1990 წელს წარმოების დაბალი მოცულობები ინვესტიციების ნაკლებობას უკავშირდებოდა. რუსეთში პროდუქტის მოპოვებამ შემცირება მარტში დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებისთვის კლება 7.5% იყო. 

Reuters წერს, რომ დოკუმენტის თანახმად, რუსული ნავთობის მოპოვება 524 მლნ ტონიდან (2021 წლის მაჩვენებელი)  433,8-475,3 მლნ ტონამდე შემცირდება, რაც დღეში 8,68-9,5 მლნ ბარელის ტოლია.

Businesspartner