მსოფლიო
13/08/2020

Reuters: ჩინეთში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა ინფორმაციას ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ საკვების გადაზიდვებმა შესაძლოა ახალი ვირუსის  შემთხვევები გამოიწვიოს.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

Businesspartner