მსოფლიო
29/09/2022

Reuters: ტექნოლოგიური IPO ბაზრისთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი წელია

აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების პირველადი საჯარო შეთავაზებები, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რადგან  საფონდო ბირჟის ცვალებადობამ, მზარდმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთების ზრდამ ინვესტორების განწყობა შეცვალა. - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Refinitiv-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს, მხოლოდ 14 ტექნიკურმა კომპანიამ გამოიტანა თავისი აქციები საფონდო ბირჟებზე. წელს IPO-ებმა $507 მლნ მოიზიდა, რაც ყველაზე დაბალი ციფრია 2000 წლის შემდეგ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საფონდო ბირჟის შეფასების მკვეთრი ვარდნა ხელს უშლის ტექნიკურ ფირმებს საფონდო ბირჟაზე გაშვებას.

მაგალითად, The Renaissance-ის IPO ინდექსი, რომელიც აშშ-ს ყველაზე დიდ და ლიკვიდურ IPO-ებს იკავებს, წელს 50.4%-ით დაეცა, S&P 500 ინდექსის 23%-იანი ვარდნასთან შედარებით.

Corebridge Financial Inc-ის (CRBG.N) აქციები, რომელმაც ამ წელს აშშ-ში უმსხვილესი IPO წამოიწყო, ოთხშაბათს 4%-ით დაეცა.

რეიჩელ გერინგმა, Americas IPO-ს ლიდერმა თქვა, რომ 2021 წლის IPO-ების არასაკმარისმა რაოდენობამ ინვესტორების ინტერესი ახალი აქციების მიმართ შეასუსტა.

 

Businesspartner