მსოფლიო
09/03/2022

Rolex-ი რუსეთში ექსპორტზე უარს ამბობს

უდიდესი შვეიცარული საათების მწარმოებელი კომპანია Rolex რუსეთთან ექსპორტს წყვეტს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ბრიტანული გამოცემის ცნობით, შვეიცარულმა Rolex-მა გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და აგრესიული საომარი მოქმედებების განხორციელების გამო მიიღო. 

დღეს რუსეთის ბაზარი კიდევ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. მათ შორის არიან ბრენდული ავტომწარმოებლები FERRARI და LAMBORGHINI. რუსულ ბაზარზე უარი თქვა კომპანია PepsiCo-მ რის შედეგადაც ქვეყანაში CocaCola-ს შემდეგ ვერც Pepsi-ს, Mirinda-სა და 7up-ს დალევენ. აგრესორი ქვეყნის ბაზარი დატოვა ყავის უდიდესმა მწარმოებელმა Sturbucks-მაც. 

დასავლური სანქციების პარალელურად ყოველდღე იზრდება იმ კომპანიების სია, ვისაც აგრესორ ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება არ სურს. 

Businesspartner