მსოფლიო
23/04/2020

რომელ რეგიონში რამდენით შემცირდება ფულადი გზავნილები – WB კვლევას აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი ფულადი გზავნილების მკვეთრ შემცირებას ელის. ვარდა აისახება მის ჯგუფში შემავალ ყველა რეგიონზე.

როგორც ბანკის ანგარიშშია მითითებულია ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს გზავნილების ფართომასშტაბიან კლებას ადგილი ექნება მას შემდეგ, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 2019 წელს გზავნილების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 554 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ვარდნის პირობებშიც კი, გზავნილების, როგორც გარე დაფინანსების წყაროს მნიშვნელობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური შემცირების პირობებში (35 პროცენტზე მეტი).

მოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს ფულადი გზავნილების დონე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.6 პროცენტით, 470 მლრდ. აშშ დოლარამდე მოიმატებს. ფულადი გზავნილების პერსპექტივა კვლავაც გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც COVID-19- ის გავლენა

“გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და დაავადების გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებებზე. წარსულში მშრომელები გაცილებით მეტ ფულს რიცხავდნენ შინ კრიზისის და რთულ პერიოდებში. თუმცა, ამჯერად პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ქვეყანაზე და დამატებითი გაურკვევლობები შექმნა.

ფულადი გზავნილების დონე ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 2019 წელს სტაბილურობას ინარჩუნებდა და დაახლოებით 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა 65 მლრდ. აშშ დოლარამდე. უკრაინა რეგიონში გზავნილების უდიდეს მიმღებად რჩება, რომელმაც რეკორდულად მაღალი მოცულობა მიიღო გასულ წელს 16 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით. რეგიონის გზავნილებზე დამოკიდებულმა შედარებით მცირე ქვეყნებმა, როგორებიცაა ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, განსაკუთრებული სარგებელი მიიღეს ეკონომიკური საქმიანობის ზრდით რუსეთში. 2020 წელს მოსალოდნელია გზავნილების კლება დაახლოებით 28 პროცენტით კორონავირუსის გლობალური პანდემიის და ნავთობის ფასების შემცირების ერთობლივი ეფექტის გამო. გზავნილების ხარჯები: ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყანაში 200 აშშ დოლარის გაგზავნის საშუალო ხარჯი მცირედ შემცირდა 6.48 პროცენტამდე 2020 წლის პირველ ნახევარში. ეს მაჩვენებელი ერთი წლით ადრე 6.67 პროცენტს შეადგენდა. ხარჯებს შორის განსხვავებები რეგიონის დერეფნების მასშტაბით არსებითია; უმაღლესი ხარჯები დაფიქსირდა გზავნილებზე თურქეთიდან ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო უდაბლესი ხარჯები გზავნილებზე რუსეთიდან აზერბაიჯანში”, – აღნიშნულია კვლევაში.

Businesspartner