მსოფლიო
27/04/2022

რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზს აღარ მიაწვდის

"გაზპრომის" განცხადებით, რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზს აღარ მიაწვდის, რადგან მათ პროდუქტის შეძენისას რუსულ რუბლში ანგარიშსწორებაზე უარი თქვეს.

Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთმა რუსული ენეროგკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება დაადასტურა, ხოლო ბულგარეთში ჯერ საქმის ვითარებაში ერკვევიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანა "გაზპრომს" გრძელვადიანი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს.

საერთაშორისო გამოცემა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას ციტირებს, რომლის თანახმად, რუსეთი სავაჭრო ურთიერთობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

"რადგან ყველა სავაჭრო და სამართლებრივი ვალდებულება დაცული იყო, ცხადია, რომ რუსეთი ამ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ყველაფერი კი უკრაინაში ომს უკავშირდება",- ამბობს ალექსანდრ ნიკოლოვი. 

 

Businesspartner