მსოფლიო
09/03/2022

რუსეთში აღარც Starbucks იმუშავებს

კომპანია Starbucks რუსეთის ბაზარს დროებით ტოვებს, ქვეყანაში მომსახურებას წყვეტს ყველა კაფე.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის თანახმად, ეს ნაბიჯი რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ მაკდონალდსის განცხადებას მოჰყვა. 

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მაკდონალდსმა აგრესორ ქვეყანაში 800-ზე მეტი რესტორანი დახურა. 

Businesspartner