მსოფლიო
09/03/2022

რუსეთში Heineken აღარ გაიყიდება

ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა რუსეთში ლუდის, Heineken-ის გაყიდვა და წარმოება შეწყვიტა.

CNN-ის ცნობით, ლუდსახარშის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსულ ბაზარზე ფუნქციონირება თანდათან შეიზღუდება და საბოლოოდ "რუსული ოპერაციებიდან მიღებული წმინდა ფინანსური სარგებელი" კომპანიას საერთოდ აღარ ექნება. 

"ჩვენ ვხედავთ მკაფიო განსხვავებას რუსულ ხელისუფლებასა და ჩვენი თანამშრომლების ქმედებებს შორის. 20 წელზე მეტია, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები Heineken-ის ბიზნესის ღირებული წევრები არიან. ჩვენთვის ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ნათელი პრინციპია",- ციტირებს კომპანიის განცხადებას CNN. 

Businesspartner