მსოფლიო
11/08/2022

Ryanair: €10-იანი ფრენების ეპოქა დასრულდა

Ryanair მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასიან ავიაბილეთებს აღარ შესთავაზებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი გაძვირებული საავიაციო საწვავია. BBC-თან საუბრისას ბიუჯეტური ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა, რომ ამის მიუხედავად სჯერა, ხალხი Ryanair-ის მომსახურებაზე უარს არ იტყვის. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი გააგრძელებს ხშირად ფრენას. მაგრამ ამავდროულად მომხმარებლები უფრო მგრძნობიარეები გახდებიან ფასების მიმართ",- აღნიშნა BBC-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა. 

Businesspartner