მსოფლიო
01/05/2020

Ryanair-ი ივნისში დაგეგმილი ფრენების 99%-ს განახორციელებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ ივნისში დაგეგმილი ფრენების 99%-ს განახორციელებს.

კომპანიამ ასევე მოლაპარაკებები გამართა Boeing-თან, რათა 2 წლის განმავლობაში თვითმფრინავების მიწოდება შეამცირონ.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მინიმუმ ორი წელი დასჭირდება მგზავრთა მოთხოვნილების ნორმალიზებას. ამან კი შესაძლოა 3,000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს, ძირითადად საუბარია მფრინავებსა და ბორტგამცილებლებზე.

avianews.ge

Businesspartner