მსოფლიო
30/08/2021

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი

საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ბოლო პერიოდში იმატებს.

საინტერესოა სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემების მიხედვით, საქართველო მეზობლებში ლიდერია. გასათვალისწინებელია, რომ სამეზობლოდან აზერბაიჯანი და რუსეთი თავად მომპოვებელი ქვეყნებია, მაგრამ საქართველოში საწვავი სომხეთსა და თურქეთზე უფრო ძვირი ღირს.

საქართველო:

1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი - 0,82 ევრო, A-95 მარკის ბენზინი - 0,86 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,89 ევრო; დიზელის საწვავი - 0,81 ევრო.

სომხეთი:

A-92 მარკის ბენზინი - 0,80 ევრს, A-95 მარკის ბენზინი 0,82 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,85 ევრო, დიზელის საწვავი - 0,78 ევრო.

თურქეთი:

A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,79 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,85 ევრო, დიზელის საწვავი - 0,74 ევრო.

აზერბაიჯანი:

A-92 მარკის ბენზინი -0,50 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,80 ევროს; დიზელის საწვავი - 0,40 ევროს.

რუსეთი:

A-92 მარკის ბენზინი - 0,53 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,58 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0,67 ევრო, დიზელის საწვავი - 0,58 ევრო.

უკრაინა:

A-92 მარკის ბენზინი - 0,93 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,96 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.02 ევროს, დიზელის საწვავი - 0,90 ევრო.

მოლდოვა:

A-92 მარკის ბენზინი - 0,96 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,98 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0.98 ევროს, დიზელის საწვავი - 0,79 ევრო.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.95 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.03 ევროს, დიზელის საწვავი - 1,57 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,77 ევროს, დიზელის საწვავი - 1,52 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.89 ევროს, დიზელის საწვავი - 1,55 ევროს.



Businesspartner