მსოფლიო
04/03/2023

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ვარდნას განაგრძობს. თებერვლის ბოლოს აშშ-ს ხორბლის ფიუჩერსები ბუშელზე 7.2 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო 17 თვის მინიმუმია.

ფასების ვარდნის მიზეზი შექმნილი მოლოდინებია, რომ უახლოეს პერიოდში მსხვილი ექსპორტიორები ხორბლის მიწოდებებს მნიშვნელოვნად გაზრდიან.

წინასწარი პროგნოზით, რუსეთი, რომელიც ხორბლის ტოპ ექსპორტიორებს შორისაა, მიმდინარე მარკეტინგულ წელს უცხოურ ბაზრებზე 60 მლნ ტონა ხორბალს გაყიდის. ამასთან შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გადაზიდვის შესახებ უკრაინის შეთანხმების გახანგრძლივების იმედებმა, მარაგების ზრდის პროგნოზი გააძლიერა.

ამჟამად ხორბლის ღირებულება საერთაშორისო ბირჟაზე ბუშელზე 6.9 დოლარამდეა შემცირებული. ბოლოს ასეთი ფასი 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები