მსოფლიო
20/05/2021

საფრანგეთი შეზღუდვების მოხსნას იწყებს – გაიხსნა ბარები, მაღაზიები და კულტურული სივრცეები

საფრანგეთი შეზღუდვების მოხსნას იწყებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დაცვას - გაიხსნა კაფე–ბარები, მაღაზიები, კულტურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები და სპორტული ადგილები.  

BBC-ის ინფორმაციით, ხალხი აღფრთოვანებულია საფრანგეთში სოციალური ცხოვრების დაბრუნების პერსპექტივით. მიუხედავად იმისა, რომ ბარებსა და რესტორნებს შეუძლიათ მუშაობა და სტუმრების მიღება, მათთვის 50%-ით შეიზღუდა მომხმარებელთა რაოდენობა. კინოთეატრებსა და თეატრებში დატვირთვა არ უნდა აცდეს– 35% -ს. 6 კაციან ჯგუფებს უფლება ექნებათ ერთად ისადილონ რესტორნის გარე ტერასებზე, ასევე ივნისში სრულად მოიხსნება კომენდანტის საათიც.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა, რომ ბიზნესის ნაწილობრივ გახსნა სიმბოლური ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად.

შეზღუდევბის შემსუბუქების ფონზე, ქვეყნის ზოგიერთმა სამედიცინო ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა Covid-19 ახალი ყოველდღიური ინფექციების რაოდენობის შესახებ, რაც ახლა საშუალოდ დაახლოებით 13,000-ს შეადგენს. მაგრამ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, 40,000–ს ყოველდღიურ შემთხვევაზე, რომელიც გასულ თვეში დაფიქსირდა.

ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია დაჩქარდა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა და თითქმის ცხრა მილიონმა მიიღო ვაქცინის ორივე დოზა.

ინფორმაციისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 5,9 მილიონზე მეტი შემთხვევა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები