მსოფლიო
11/11/2022

შავ ოქროზე ფასები ისევ მატებას იწყებს

ნავთობის ბოლო პერიოდის გაიაფების შემდეგ, დოლარის გაუფასურების ფონზე შავ ოქროზე ფასები ისევ მატებას იწყებს.

გუშინ ლონდონის ბირჟაზე ბრენტის კატეგორიის ნავთობი ერთბაშად ერთი დოლარით გაძვირდა, ზრდის ტემპით დაიწყო ვაჭრობა დღესაც და ბარელზე ფასი ამ დროისთვის თითქმის 94 დოლარს აღწევს.

სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული დოლარი 6 მთავარ ვალუტასთან მიმართებაში ვარდნას განიცდის, მოსალოდნელზე მეტად ეცემა ინფლაციის ზრდის ტემპი, სამომხმარებლო ინდექსის ასეთი მკვეთრი შემცირება კი გავლენის ნავთობის ბაზარზეც ახდენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები