მსოფლიო
30/10/2020

სხვანაირი ჰელოუინი - როგორ შეცვალა პანდემიამ დღესასწაულის სამზადისი

Halloween - დღესასწაული, რომელიც ტკბილეულისა და კოსტიუმების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, პანდემიის პერიოდში სხვაგვარად ჩაივლის. კომპანიები, რომელთა გაყიდვებიც ძირითადად Halloween-ზეა დამყარებული ადაპტაციას ცდილობენ.

CNN-ის ინფორმაციით, Covid 19-მა ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთათვისაც ჰელოუინი გაყიდვების ყველაზე დიდი სეზონია, დიდი დარტყმა მიაყენა. გაყიდვებისა და მომხმარებელთა ინტერესის გაზრდის მიზნით, ჰელოუინის შეფუთვები, წლევანდელ სეზონზე, ნაკლები ტკბილეულით იქნება დატვირთული და ყურადღება საოჯახო შეფუთვების შექმნასა და გაყიდვების სეზონის გახანგრძლივებაზე გამახვილდება.

„ჰელოუინის დღესასწაული წელს არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, თუმცა ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები მაინც ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილნი. მომხმარებლები ტკბილეულის შეძენას ჰეულოინის მიზეზის გარეშეც გააგრძელებენ. მაგალითად, ტკბილეულის გაყიდვები გაიზარდა აპრილში, პანდემიის დაწყებისთანავე, რაც მიუთითებს იმას, რომ ხალხი ტკბილეულს კომფორტად აღიქვამს, როდესაც ისინი სოციალური დისტანციის მიზნით სახლებში რჩებიან,“ - განაცხადა მარკეტინგული ტექნოლოგიური კომპანიის Zeta Global-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ სტეინბერგმა.

არატრადიციული ჰელოუინის სეზონისთვის ემზადებიან სადღესასწაულო კოსტიუმების მწარმოებელი კომპანიებიც. Spirit Halloween - ჰელოუინის დეკორაციების, კოსტიუმების, რეკვიზიტებისა და აქსეუარების მიმწოდებელი სეზონური რითეილერი, პანდემიის პერიოდში სტრატეგიას ცვლის. კომპანია შემოქმედებით მიდგომას იყენებს და მომხმარებლებს დღესასწაულის აღსანიშნად განსხვავებულ ხერხებს სთავაზობს, მაგალითად, ჰელოუინის კოსტიუმების უკონტაქტო მიწოდებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები