მსოფლიო
24/08/2020

SkyUp Airlines-ი გაუქმებული რეისების ბილეთების საფასურს ავტომატურად დააბრუნებს

SkyUp Airlines-ი სექტემბრიდან გაუქმებული რეისების გამო ავიაბილეთების საფასურის ავტომატურად დაბრუნების სისტემას გაუშვებს.

ახალი წესების მიხედვით, გაუქმებული რეისის სანაცვლოდ – რეისის გაუქმების მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს – ავიაკომპანია ბილეთის სრულ საფასურს მგზავრის პირად ანგარიშზე დაუსვამს. საუბარია SkyUp Airlines-ის პირად ანგარიშზე, რომლის გადამოწმება და კონტროლიც მგზავრს skyup.aero-ზე პირად კაბინეტში შესვლისას შეეძლება. დაბრუნებული თანხის გამოყენების ვადებში მგზავრი შეზღუდული არ იქნება და მას სურვილისამებრ მართავს. ასევე ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვის სახელზე ავიაბილეთის შესაძენადაც. 

ამის შემდეგ ავიაკომპანია მგზავრის საჩივრების განხილვას მოახდენს და გადაწყვეტს დაუბრუნოს უ არა მას თანხა საბანკო ანგარიშზე. 

Businesspartner