AFP
მსოფლიო
29/03/2021

სუეცის არხში გაჭედილი კონტეინერმზიდი გაასწორეს – არხის გადაკვეთას 450-მდე გემი ელოდება

23 მარტს სუეცის არხში გაჭედილი უზარმაზარი კონტეინერმზიდი გათავისუფლდა. კვირის მონაცემებით, ბლოკირებული არხის გავლას 450 გემზე მეტი ელოდებოდა. ჯერ უცნობია სრულად როდის აღდგება მოძრაობა.

როგორც BBC-ი წერს, გლობალური საზღვაო ინდუსტრიისთვის შექმნილი ვითარება დიდი შეშფოთებისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდა. საჭიროა გამოძიება იმის დასადგენად, მოხდა თუ არა ტექნიკური ან ადამიანური შეცდომები.

აღსანიშნავია, რომ არხში გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12%, ერთი მილიონი ბარელი ნავთობი და დაახლოებით 8% თხევადი ბუნებრივი გაზი გადის დღეში. ბლოკირების ყოველი დღისთვის არხის შემოსავლები $14 მლნ -15 მლნ-ის ზარალს იღებდა.

Ever Given 400 მ სიგრძის კონტეიმერმზიდია, მისი წონა 200,000 ტონაა, ხოლომაქსიმალური ტევადობა 20,000 კონტეინერი. ამჟამად მას 18 300 კონტეინერი აქვს.

Moody's–ის თანახმად, პანდემიის დაწყებამდე სუეცის არხში ვაჭრობამ ეგვიპტის მშპ – ს 2% შეადგინა.

 

Businesspartner