მსოფლიო
10/03/2021

ტაილანდში ჩასული ტურისტი კარანტინის პერიოდს იახტაზე გაატარებს

ტაილანდის სტუმრებს ახლა შეუძლიათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი იახტაზე გაატარონ. იახტების საკარანტინო პროგრამა ტურისტებს საშუალებას მისცემს კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შემთხვევაში, დრო გაატარონ საკრუიზო გემზე.

როგორც BBC-ი წერს, მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი ინიციატივით იახტური ტურიზმის შემოსავალი 1,8 მილიარდი ბატით მოიმატებს (58 მილიონი დოლარი). ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებას, რომელსაც პანდემიამ დიდი დარტყმა მოუტანა და პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილებზე ტურისტების რაოდენობა დღეში 40,000-50,000 ადამიანით შემცირდა.

მოგზაურებმა უნდა ატარონ ჭკვიანი სამაჯური, რომელიც გააკონტროლებს სასიცოცხლო ნიშნებს, მათ შორის ტემპერატურას და არტერიულ წნევას, ასევე GPS-ით ადევნებს თვალს მფლობელის ადგილს. მთავრობამ განაცხადა, რომ მოწყობილობას შეუძლია ინფორმაციის გადაცემა ზღვაზეც კი, 10 კმ რადიუსში.

 

Businesspartner