მსოფლიო
01/03/2023

Tesla მექსიკაში ქარხანას ააშენებს

Tesla  მექსიკაში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს რათა შეუერთდეს სხვა ავტომობილების მწარმოებლებს, რომლებიც აძლიერებენ თავიანთ ოპერირებას აშშ-ს საზღვრის სამხრეთით,- წერს BBC-ი.

ეს იქნება Tesla-ს მესამე ქარხანა აშშ-ს გარეთ, მანამდე კომპანიამ ქარხნები  ჩინეთსა და გერმანიაში გახსნა.

Reuters-ი წერს, რომ  Tesla-ს უახლესი ქარხნისთვის საწყისი $1 მილიარდია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება $10 მლრდ-მდე გაიზრდოს. ახალი "გიგაქარხანა" მანქანებს, მათ შორის სატვირთოსა და სპორტულ მანქანას აწარმოებს.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების ქარხანა იქნება მონტერეიში, რომელიც ტეხასიდან დაახლოებით სამი საათის სავალზეა, ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკაში შექმნილ წესებს, რომელიც ავტომობილების ახალი სუბსიდიების თემას ეხება და გასულ წელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დამტკიცებულ გეგმაშია.

მაგრამ აღნიშნული წესები არ ეხება კანადასა და მექსიკას, სადაც მანქანების წარმოება გაიზარდა, რადგან ამერიკული ფირმები ხარჯების შემცირების გზებს ქვეყნის გარეთ ეძებენ.

 

 

Businesspartner