მსოფლიო
24/06/2022

Toyota-მ ტექნიკური პრობლემის გამო ელექტრომობილები ბაზრიდან გაიწვია

საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი Toyota 2,700 ელექტრო მანქანას ბაზრიდან გაიწვევს, რადგან არსებობს შანსი, რომ მათი ბორბლები დაზიანდეს.

როგორც კომპანიის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, bZ4X-ის ბორბლებზე ჭანჭიკები შეიძლება იმ დონემდე "გაფხვიერდეს", რომ მანქანას ბორბალი მოძვრეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანაზე კონტროლის დაკარგვა და გაზარდოს ავარიის რისკი.

ეს გადაწყვეტილება ეხება აშშ-ს, ევროპის, კანადისა და იაპონიის ბაზარზე არსებულ 2700 bZ4X SUV- მოდელებს.

"საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, არავინ უნდა მართოს ეს მანქანები, სანამ პრობლემა არ მოგვარდება."–განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ წელს Toyota ამჟამად მიზნად ისახავს 9.7 მილიონი ავტომობილის წარმოებას მთელს მსოფლიოში, შესაძლოა კომპანია იძულებული გახდეს შეამციროს მათი რაოდენობა.

ავტომობილების მწარმოებელი სუბარუ აცხადებს, რომ ამავე მიზეზით გაიწვევს 2600 Solterra-ს ელექტრომობილი, რომელიც Toyota-სთან ერთად შეიქმნა.

Businesspartner