მსოფლიო
22/11/2021

"წინა კვირაში ₾/$-თან გამყარების მიუხედავად, არ გამოვრიცხავთ საპირისპირო კორექციას"

როგორც TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, არ გამორიცხავენ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა.

"ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბითა და საქართველოში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები.

ამასთან, თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა და ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის."–განმარტვას მთავარი ეკონომისტი. 

Businesspartner