მსოფლიო
13/01/2021

Turkish Airlines-მა ბორტზე საქველიანი პირბადის ტარება აკრძალა

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სხვა მსხვილი ავიაკომპანიების მსგავსად, ბორტზე საქველიანი პირბადის ტარება აკრძალა.

აკრძალვის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა მგზავრებს Twitter-ის საშუალებით ამცნო. 

მისივე თქმით, მგზავრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების მიერ ასეთი ნიღბების გამოყენება აკრძალულია. ეკშმა მგზავრებს მოუწოდა ახალ რეგულაციას დაემორჩილონ, რომლის ფარგლებშიც სარქველიანი პირბადის შემთხვევაში Turkish Airlines-ის ბორტგამცილებელი მის ჩანაცვლებას სამედიცინო პირბადით მოგთხოვთ.

Businesspartner