მსოფლიო
13/07/2022

Twitter–ი ილონ მასკს გარიგების ჩაშლის გამო უჩივის

Twitter–ი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს უჩივის.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მასკმა 1 კვირის წინ Twitter-ის შეძენა გადაიფიქრა და $44 მილიარდის გარიგებაზე უარი თქვა.

"როგორც ჩანს, მასკი თვლის, რომ საკონტრაქტო კანონმდებლობის მიუხედავად თავისუფლად შეუძლია შეიცვალოს აზრი."- აცხადებს ადვოკატი.

როგორც BBC–ი წერს, სასამართლოში სარჩელის შეტანა Twitter–ის და მისი ბიზნესის შეფერხებამაც გამომიწვია.

Twitter-ის თავმჯდომარემ, ბრეტ ტეილორმა ტვიტერზე დაწერა, რომ სურს ილონ მასკს პასუხისმგებლობა დაეკისროს მის სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო. მასკმა კი ამას ირონია უწოდა.

"მისტერ მასკის წილის ღირებულება Tesla-ში, მისი პირადი სიმდიდრის წამყვანმა, 100 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა 2021 წლის ნოემბრის პიკთან შედარებით. ამიტომ [ბატონ] მასკს სურს გასვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, Twitter-ის აქციების ფასი გასულ თვეში 8%-ზე მეტი დაეცა, მასკმა ეჭვქვეშ დააყენა ყალბი და სპამის ანგარიშების რაოდენობა Twitter-ზე და თქვა, რომ გარიგება "დროებით შეჩერებულია".

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები