მსოფლიო
27/04/2021

უკრაინამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ახალი ქარხნის ექსპლუატაციის ნებართვა გასცა

ბირთვული ავარიის 35 წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ახალი ქარხნის ექსპლუატაციის ნებართვის შესახებ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დააფინანსა. 

ამ გადაწყვეტილებით, უკრაინის მთავრობამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში „დროებითი დახარჯული საწვავის ობიექტი 2“–ს (ISF-2 /Interim Spent Fuel Facility 2) ექსპლუატაციის ლიცენზია მიანიჭა.

„ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩერნობილის ტრანსფორმაციაში. დახარჯული ბირთვული საწვავის უსაფრთხო შენახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო საზოგადოებისა და EBRD- ის ძალისხმევას, რომლებიც კვლავ მზად არიან უკრაინის მხარდასაჭერად დემონტაჟის პროცესის შემდეგ ეტაპებზე,” – განაცხადა, EBRD–ის დირექტორმა ბალტასარ ლინდაუერმა.

ISF-2 ექსპლუატაციაში გაშვების ძირითადი პროექტი უზრუნველყოფს ჩერნობილის 1, 2 და 3 რეაქტორების  21000-ზე მეტი დახარჯული საწვავისთვის უსაფრთხო შენახვას. 

ISF-2 მშრალი დახარჯული საწვავის ყველაზე დიდი ობიექტია მსოფლიოში და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 100 წელია. ინვესტიციის ღირებულება 400 მილიონი ევრო იყო და დაფინანსდა ბელგიის, კანადის, დანიის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუსეთის, შვედეთის, შვეიცარიის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს შემოწირულობებით.

EBRD მიიჩნევს, რომ ჩერნობილის ისტორია გრძელდება და "ჩერნობილის საქმის“ მთავარ პარტნიორად რჩება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, 2020 წლის ნოემბერში დააარსა ჩერნობილის საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ანგარიში, რომლის მიზანი ინტეგრირებული გეგმის შექმნაა და ის გახდება გრძელვადიანი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების საფუძველი.

 

Businesspartner