ფოტო: Pavlo Pakhomenko/NurPhoto/Getty Images
მსოფლიო
09/03/2022

უკრაინიდან ხორბლის, შაქრისა და ხორცის ექსპორტი აიკრძალება

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ნაწილი ექსპორტზე აღარ გავა.

ჩამონათვალს შორის არის ხორბალი, სიმინდი, მარცვლელული, მარილი და ხორცი. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას CNN ავრცელებს. დადგენილების თანახმად, უკრაინიდან „აკრძალულია“ შვრიის, ფეტვის, წიწიბურის, შაქრის, მარილის, ხორბლის, ხორცის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი. 

უკრაინის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, რომან ლეშჩენკოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. 

"ეს ნაბიჯები გადაიდგა უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად და კრიტიკული საკვები პროდუქტებით უკრაინის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად",- ციტირებს CNN უკრაინელი მინისტრის სიტყვებს. 

ცნობისთვის, უკრაინა ევროპისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმწოდებელია. გლობალურად ხორბლის ექსპორტის 30% კი სწორედ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 

Businesspartner