მსოფლიო
08/08/2022

უკრაინის პორტებიდან საკვები პროდუქტებით დატვირთული 4 სატვირთო გემი გავიდა

რუსეთ-უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან კიდევ ოთხი სატვირთო გემი გავიდა. 

Reuters-ის ცნობით, გემებზე 170 000 ტონა სიმინდი და საკვები პროდუქტებია დატვირთული. უკრაინის ხელისუფლება სააგენტოსთან ამბობს, რომ იგეგმება თვეში ქვეყნის პორტები100 სატვირთო ხომალდის მომსახურება.

ხომალდ „გლორიზე“ 66 000 ტონა სიმინდია დატვირთული და ის ტვირთს თურქეთის ქალაქ ისქენდერუნისკენ გადაიტანს. გემ „სთარ ჰელენას“ კი 45 000 ტონა საკვები პროდუქტი ჩინეთისკენ, 6 000 ტონა მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდ „მუსტაფა ნეჯატს“ კი იტალიისკენ მიაქვს.

ასევე მზად არის დასატვირთად უცხო ქვეყნის დროშით მცურავი ხომალდი „ფულმარ ესი“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უკვე შევიდა.

რუსეთ-უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვაზე შეთანხმება თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით არის მიღწეული.

 

Businesspartner