მსოფლიო
12/03/2021

უორენ ბაფეტი $100 მილიარდერთა კლუბს შეუერთდა

უორენ ბაფეტი საბოლოოდ შეუერთდა 100 მლრდ დოლარიანთა კლუბს, რომელშიც ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიტსი შედიან.

90 წლის უორენ ბაფეტი კომპანია Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარეა, რომლის აქციებიც მიმდინარე წელს რეკორდულ დონემდე გაიზრადა. ოთხშაბათს კი, მისმა საკუთარმა კაპიტალმა 100 მლრდ დოლარს პირველად გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში იგი სტაბილურად იკავებდა წამყვან ადგილს მსოფლიო რეიტინგში სიმდიდრის მიხედვით, მის პირად ქონებას 100 მლრდ. დოლარის ნიშნულამდე აქამდე არასდროს მიუღწევია. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი მსხვილი საქველმოქმედო შემოწირულობებია. კერძოდ, 2006 წლიდან მოყოლებული, უორენ ბაფეტმა, საქველმოქმედო მიზნით, Berkshire Hathaway- ის აქციების სახით, 37 მლრდ. დოლარზე მეტი თანხა გაიღო.

 

ფოტო: livemint

Businesspartner