მსოფლიო
27/02/2023

ვინ გადაიხდის ევროპის ძვირადღირებული 5G ინფრასტრუქტურის მოწყობაში - დაპირისპირება Mobile World Congress-ზე

ვინ გადაიხდის ევროპის ძვირადღირებული ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის - ეს არის საკითხი, რომელიც ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress-ზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

Big Tech-სა (აერთიანებს Alphabet-ს, Amazon-ს, Apple-ს, Meta-ს და Microsoft-ს) და ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო ფირმებს შორის ეს საკითხი დაპირისპირების საგანია.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა საკითხზე 12-კვირიანი კონსულტაციები დაიწყო და ე.წ. „სამართლიანი წილის წინადადებება“ წამოაყენა.

ამ წინანდადების თანახმად, Big Tech პლატფორმები უფრო მეტ ხარჯებს იღებენ 5G ქსელებისა და ფართოზოლოვანი კავშირების გასავრცელებლად ევროკავშირის მასშტაბით.

ამასთან, ევროკავშირის მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს როგორიცაა Deutsche Telekom და Orange, სურთ კონტენტის პროვაიდერებმა, როგორებიც არიან Meta და Netflix, მეტი წვლილი შეიტანონ ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

თუმცა, ნავარაუდებია, რომ ეს კომპანიები მსოფლიოს უდიდეს სატელეკომუნიკაციო კონფერენციაზე უკან დაიხევენ. მათი მტკიცებით, ინფრასტრუქტურაში უკვე დიდი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.

„5G-ის საკითხი ალბათ, მთავარი და ცენტრალურია. ვფიქრობ, საგზაო რუქის შესახებ ბევრს ვისაუბრებთ. ასევე, იმაზე, თუ რა ვქნათ პოსტ5G-ის პერიოდში? რა არის სინამდვილეში 5G და რა ცვლილებებს გამოიწვევს ის დიდ ბიზნესში, მცირე ბიზნესში თუ მომხმარებლებში“ - აცხადებს 750-ზე მეტი მობილურ ოპერატორის გამაერთიანებელი ჯგუფის GSMA-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოფმანი.

Mobile World Congress-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მობილური ტექნოლოგიური კომპანიების გამოშვებული ახალი პროდუქტებიც ნახონ.

დაგეგმილია, რომ თავიანთ უახლეს შეთავაზებებს ორი მობილური გიგანტი Huawei და Xiaomi წარადგენენ.

Businesspartner