ფოტო: Bloomberg
მსოფლიო
16/07/2021

Xiaomi-მ Apple-ს გადაუსწრო

Xiaomi-მ Apple-ს გადაუსწრო - სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ცვლილებაა.

Canalys-ის ანალიტიკური მონაცემებით, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Xiaomi დაწინაურდა. ჩინურ კორპორაცია ბაზრის 17% იკავებს და პირველად ისტორიაში ამერიკული Apple დაჯაბნა, რომელიც 14%-იანი წილით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

Xiaomi-ს გაყიდვები წლიურად 83%-ით გაიზარდა. Apple -ს მხოლოდ 1%-ით.

მეორე კვარტლის მონაცემებით, პირველ ადგილზე კვლავ სამხრეთკორეული Samsung -ია, რომელსაც ბაზარზე 19%-იანი წილი უჭირავს და გაყიდვებში 15%-იან ზრდასაც აჩვენებს.

ტოპ-5-შია ჩინური Vivo და Oppo - ც, მათი წილი ბაზარზე 10-10%-ს შეადგენს. მიწოდებაში კი, ზრდა, შესაბამისად, 28% და 27%-ია.

 

 

Businesspartner