მსოფლიო
19/03/2020

ZARA-ს მფლობელმა Intidex-მა მსოფლიოში 3 785 მაღაზია დაკეტა

კორონა ვირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს მასშტაბით, ZARA-ს მფლობელმა კომპანია Intidex-მა 3 785 მაღაზია დაკეტა. მიზეზი ყველაფერთან ერთად, მარტისპირველ ორ კვირაში გაყიდვების მკვეთრი ვარდნაა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Independent წერს.

ამავე გამოცემის ცნობით, ესპანურმა კომპანია Intidex-მა, რომელიც არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის Pull & Bear-ისა Bershka-ს მფლობელია, შექმნილი მდგომარეობის გამო მაღაზიები 39 ქვეყანაში დროებით დახურა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღაზიების ადგილობრივი თვითმმართველობების მითითებების შესაბამისად არ დახურულა ჩინეთში.

დახურული მაღაზიების გამო Intidex ჯგფის გაყიდვები მარტის პირველ ორ კვირაში გლობალურად 24.1%-ით შემცირდა. რა გავლენა ექნება კორონა ვირუსს სამომავლო გაყიდვებზე, კომპანიაში ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ.

Businesspartner