მსოფლიო
22/02/2023

ზეითუნის ზეთი ყავაში - Starbucks-ი ახალ პროდუქტს უშვებს

მსოფლიოში უმსხვილესი ყავის ქსელი Starbucks აცხადებს, რომ ის იტალიაში ზეითუნის ზეთით გაჟღენთილი სასმელების ხაზის ამოქმედებას იწყებს. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ შულცი ამბობს, რომ ზეითუნის ზეთი მოულოდნელ, ხავერდოვან გემოს ტოვებს ყავაში და  არომატს აძლიერებს.

როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული პროდუქტი იტალიაში იქნება ხელმისაწვდომი, რაც იტალიის ბაზარზე გაფართოებისა და გაძლიერების გეგმის ნაწილია.

ცნობისთვის, Starbucks-ს ამჟამად  იტალიაში დაახლოებით 20 მაღაზია აქვს.

"ახლა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ზეითუნის ზეთი ყავაში? მაგრამ მტკიცებულება ფინჯანშია. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მახსენდება მომენტი, როდესაც უფრო აღფრთოვანებული ვყოფილიყავი", - თქვა შულცმა კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია, მიმდინარე წლის  გაზაფხულზე სამხრეთ კალიფორნიის (აშშ) მაღაზიებში ცხელი და ცივი სასმელების შეტანას გეგმავს. 

 

Businesspartner