მსოფლიო
09/11/2020

Zoom-ის საფონდო ფასი დაეცა

Zoom-ის საფონდო ფასი დაეცა, რაც Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის დაანონსებას უკავშირდება. როგორც ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer- მა, რომელიც გერმანიის ბიოტექნიკურ კომპანია BioNTech- თან თანამშრომლობს, განაცხადა, შუალედურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ვაქცინა 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ეფექტურია. ამის ფონზე კი Zoom- ის საფონდო ფასი დაეცა.

როგორც გამოცემა Independent-ი წერს, კომპანია ამ მოვლენებს ბილბორდით გამოეხმაურა. ვიდეო კონფერენციების აპლიკაცია პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარია, მისი საშუალებით შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა და ადამიანებთან კომუნიკაცია.