საზოგადოება
13/09/2021

10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება - პროექტის ბიუჯეტი €60 მლნ-ია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. 

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განმარტა, საუბარია 60 მილიონი ევროს პროექტზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 10 მეტრო სადგურის სრული რეაბილიტაცია, ესენია - გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი, ნაძალადევი. 

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის მერიამ უკვე შეიძინა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში შემოიყვანს 40 ვაგონს. 52 ვაგონი კი, კაპიტალურად შეკეთდება. 

“ამით გაიზრდება მგზავრობის უსაფრთხოება და ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მგზავრთტევადობა გაიზრდება 25%-ით“,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

Businesspartner