საზოგადოება
07/06/2021

15 ივნისიდან ერევნიდან საქართველოში პირველი მატარებელი შემოვა - სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია.

მისი თქმით, 15 ივინისიდან სომხეთიდან საქართველოში პირველი მატარებელი შემოვა, რეისით ერევანი - ბათუმი, თბილისის გავლით.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ საქართველოში და ესტუმრებიან ჩვენს შავიზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner