საზოგადოება
08/08/2022

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა.

ომის წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. 20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა. საქართველომ დაკარგა კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.

 

Businesspartner