საზოგადოება
30/07/2021

2020 წელს კლინიკებში საწოლფონდი 6.3%-ით გაიზარდა

2020 წელს საქართველოში 264 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, ეს საქსტატის მონაცემებით, 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მოიმატა საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმაც და 5.6 დღე შეადგინა, (2019 წელს - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე).

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეულს შეადგენდა. დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.1 ათასი.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა შემცირებულია თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის.

Businesspartner