საზოგადოება
03/12/2021

2020/2021 სასწავლო წელს სწავლა 7 050 მოსწავლემ შეწყვიტა

საქსტატის მონაცემებით, 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5%–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 42.8% გოგოა, ხოლო 57.2% - ბიჭი.

ამასთან, სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5%–ით აღემატება. ყველაზე მეტი მოსწავლე, 35.1%, თბილისში სწავლობს.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.6%. აქედან, 48% გოგოა, ხოლო 52% - ბიჭი.

Businesspartner