საზოგადოება
10/08/2022

2021 წელთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 47 000-ით გაიზარდა - PMC -ის კვლევა

2022 წლის პირველ ნახევარში, ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 000-ით გაიზარდა. კვლევას PMC ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საშუალოდ 22.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2400 ლარზე მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილი კი - 16%-ია.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, 2022 წლის პირველ ნახევარში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. შესაბამისად, პოზიტიური ცვლილებები აისახა Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებზეც. 2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა 51%-ით გაიზარდა.

 

Businesspartner