საზოგადოება
18/11/2020

"5 წელში იურიდიულ პირებს 1 გბტ/წმ-ში, მოსახლეობას - 100 მგბტ/წმ-ში ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს“

ინტერნეტთან მოსახლეობისა და კომპანიების წვდომის გეგმებზე ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს.

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენი ამბიციური გეგმაა, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგადოების სტრატეგიასთან თანხვედრაში, ჩვენს საწარმოებს და იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია დომენური სახელების დაცვის გარეშე,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა.

ეკა ყუბუსიძემ ინტერნეტ კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმის (EEDNSF) ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online, 18-19 ნოემბერს ონლაინ ფორმატში იმართება და ის ძირითადად დომენური სახელების DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხს მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობდნენ პროფილური საჯარო, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე.

ფორუმზე განხილული იქნება დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტები. პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:

რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე;
იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება;
DNS-ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება, ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა.

Businesspartner