საზოგადოება
15/06/2020

6 წლამდე ბავშვისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არის გამონაკლისები, როდესაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, გათვალისწინებულია შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები.

„არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის, კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

Businesspartner