საზოგადოება
12/10/2022

"70 000 ლარამდე შემოსავლის პირები აღარ დაიბეგრონ" - "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" ითხოვს, რომ 70 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრონ. ისინი საკანონმდებლო ორგანოში "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტს დააინიცირებენ. 

როგორც "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილების მიზანი, მაღალი ინფლაციაა.  

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული ქონების გადასახადის ცვლილებას შეეხება, რომლებიც წლის განმავლობაში 40 000 და 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდება. 

"ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული, როდესაც ლარის სხვა კურსი იყო. მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ დამატებით იბეგრებიან. პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქონების ღირებულების 0.05%-დან-0.2% მდე  დაიბეგრებიან ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც წლის განმავლობაში 70-175 ათასი ლარია, ხოლო ქონების ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე ქონების გადასახადს, 175 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან", - განაცხადა ჰერმან საბომ.

Businesspartner