საზოგადოება
06/03/2021

აბასთუმანში როშას პარკის რეაბილიტაცია იგეგმება - რას ითვალისწინებს პროექტი

აბასთუმანში როშას პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. 

როშას რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. დოკუმენტის მომზადების მიზანი პარკის დეტალური შესწავლა და სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენაა.

პროექტის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს ძველი პარკის იერ-სახე. იგეგმება დენდროლოგიური სამუშაოები; მოეწყობა მწვანე საფარი, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, ტროტუარის და მრავალწლიანი ნარგავების შემომზღუდავი ბორდიურები; გაიმართება საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემები.

აღდგება პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა, რომელიც სკვერის ერთიან გენ-გეგმასთან იქნება შეთავსებული. პარკში მოეწყობა სკამები და განათება. ასევე გათვალისიწნებულია ღია კინოთეატრისა და ამფითეატრის განახლება.

როშას პარკი 1,8 ჰექტარს მოიცავს და ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. აბასთუმნის ამ რეკრეაციულ ზონაში განთავსებულია სპორტული მოედნები, ღია კინო-თეატრები, კიოსკები, რესტორნები და სათამაშო მოედნები. პარკის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია საბაგირო გზის სადგური, რომელიც დასახლებას ასტროფიზიკის ობსერვატორიასთან აკავშირებს და ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი ბილიკების საწყისი პუნქტი.

 

Businesspartner