საზოგადოება
22/01/2021

აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდა, აჭარაში, ჩვენ 1-ელი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები მომხმარებლების მოსახურებას შეძლებენ ღია სივრცეებში, თუმცა ბუნებრივია შეზღუდული რჩება ქორწილები, ან სხვა დიდი სარიტუალო ღონისძება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სხვა რეგიონებში, კვების ობიექტები, რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებსნ მუშაობას გატანის სერვისით, იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები