საზოგადოება
19/05/2022

ადიგენს 24 საათიანი წყალმომარაგება 2024 წლისთვის ექნება

ადიგენის მუნიციპალიტეტს, სრულად, 24 საათიანი წყალმომარაგება 2024 წლისთვის ექნება.

როგორც ადიგენის მუნიციპალუტეტის მერი გოჩა ქიმაძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რაიონის 85%-ს 24 საათიანი წყალომარაგება უკვე აქვს. დარჩენილია რამდენიმე სოფელი.

„მომავალ წელს, 3 დიდ სოფელში დავიწყებთ 3 მილიონი ლარის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგად წყალმომარაგების პრობლემა ამ ორ სოფელსაც მოეხსნება. ამ პრობლემის სრულად მოგვარება დაფინანსების წყაროებზეა დამოკიდებული, თუ ამ მხრივ შეფერხება არ იქნა, შესაძლოა ადიგენის 24 საათიანი წყალომამრაგების პროექტი  2023 წელსაც კი დავასრულოთ “-აცხადებს ქიმაძე.

ადიგენში, ჯამში წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებისთვის  6 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

 

Businesspartner