საზოგადოება
01/08/2020

AFD და EU ხაშურის წყლის სისტემის მოდერნიზაციისათვის 65 მლნ ევროს გამოყოფენ

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და ევროკავშირი ხაშურის წყლის სისტემების მოდერნიზაციისათვის 65 მლნ ევროს გამოყოფენ. 

ხელშეკრულების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 58 მილიონი ევროს სესხს გამოყოფს ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. დამატებით 7 მლნ ევროს გრანტს კი,  ევროკავშირი გაიღებს. 

პროექტის განხორციელების შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.