საზოგადოება
03/08/2021

ახალი შემთხვევების ზრდა თუ გაგრძელდება, NCDC მკაცრი შეზღუდვების საკითხს დააყენებს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა თუ გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების შემოღების საკითხს დააყენებს.

“ამის გარეშე ეპიდემიის შეკავება შეუძლებელი იქნება“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა პირბადის ტარების წესის აღსრულების გამკაცრებაზე. 

“დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ის, რაც დაწესებულია, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ქორწილებთან, ქელეხებთან, წვეულებებთან, ფესტივალებთან და ა.შ. დაკავშირებით. 

ყველანაირ შეკრებაზე უნდა იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებულები იყვნენ ორჯერადი აცრის, ან ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. თუ ეს ყველაფერი შესაბამისად არ აღსრულდება, მაშინ იქნება წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

Businesspartner