საზოგადოება
11/06/2021

ალეკო ელისაშვილი: გარე მოვაჭრეებისთვის ადამიანური წესები უნდა მოვიფიქროთ

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარე მოვაჭრეების დახმარებას ითხოვს.

“ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი, ამ ქვეყანაში, არიან გარე მოვაჭრეები, რომლებიც ლუკმა პურისთვის მთელი დღის განმავლობაში წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და ვაჭრობენ სხვადასხვა პროდუქტით. ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს, აყრის, გაყრის, ხან ფინანსური პოლიცია... არ შეიძლება, რომ რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.  

Businesspartner