საზოგადოება
13/01/2021

ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინის შემოტანა არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის რწმუნებით, ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინის შემოტანა არ იგეგმება. ეკა ტიკარაძის განმარტებით, მასზე არც საკმარისი ინფორმაციაა და არც სანდოობა აქვს.

„ვაქცინაციის პროცესი იქნება ეტაპობრივი. ჩვენ ვსაუბრობთ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებზე. ჩინურ ვაქცინაციას ამ ეტაპისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“,- თქვა მინისტრმა.

Businesspartner