საზოგადოება
04/05/2021

ამირან გამყრელიძე: ვმუშაობთ ვაქცინირებულთათვის მწვანე სერტიფიკატის მინიჭებაზე

მთავრობა მწვანე სერტიფიკატის კონცეფციის შექმნაზე მუშაობს. მისი ელექტრონული მოდელი ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ე.წ მწვანე სერტიფიკატი იმ ადამიანებისთვის გაიცემა, ვისაც კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული.

"საბჭოზე დღესაც იყო მსჯელობა ორჯერადად აცრილი ადამიანების გარკვეულ პრეფერენციებთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ე.წ მწვანე სერთიფიკატებთან მიმართებით. ვინც ორჯერადად იქნება აცრილი. შესაბამისად, გარკვეულ შეღავათებზე ვმსჯელობთ. ეს საკითხი ამ დღეებში უნდა განიხილონ ჯანდაცვის სამინისტროშიც. წარდგენილი იქნება მწვანე სერტიფიკატის კონცეფცია და ელექტრონული მოდელი. შემდეგ ეს ყველაფერი დიდ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება წარდგენილი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მათ შორის, შესაძლებელია განხილვას დაექვემდებაროს კომენდანტის საათის შეზღუდვის მოხსნაც",- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მთავარი სიახლეები